logo_geo
ზუგდიდში ეთნოსივრცე გაიხსნა
- +

29 ივლისი. 2020. 21:22

 

 

ზუგდიდის სკეიტ პარკში ეთნოსივრცე გაიხსნა. პროექტის მიზანი ტრადიციული რეწვის მწარმოებელთა ბიზნეს უნარებისა და სარეალიზაციო გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა, ტრადიციული რეწვის პროდუქციის გაყიდვისა და პოპულარიზაციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებაა. პროექტი მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც.

 

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გაეროს განვითარების პროგრამების ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი, ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

 

,,ეს პროექტი ხელს შეუწყობს ტრადიციული რეწვის განვითარებას ჩვენს რეგიონში. დღეს ეს სივრცე ოფიციალურად გაიხსნა, ეს არის შესაძლებლობა ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის მოახდინონ რეალიზაცია და ბიზნესად აქციონ ის საქმე რაც მათ უყვართ. მინდა მადლობა გადავუხადო პროექტის განხორციელებისთვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამას, ავსტრიის და შვეიცარიის განვითარების სააგენტოებს და რა თქმა უნდა ზუგდიდის მერიას“ - განაცხადა ნინო ვიბლიანმა.

 

პროექტს განხორციელება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიცირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ხდება.

 

 

 

 

big_banner
არქივი