ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი დაინფიცირდა, დაავადებულთა საერთო რაოდენობა კი 134 გახდა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი იმპორტული შემთხვევაც დაფიქსირდა. ის რუსეთის მოქალაქეა, რომელიც სამშობლოში დააბრუნეს.
აფხაზეთში კორონავირუსისგან 38 გამოჯანმრთელდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა.