logo_geo
ალექსანდრე მოწერელია: ისტორიულად ცნობილი ფაქტია, რომ სამეგრელოსთვის ცხენოსნობა ძალიან მნიშვნელოვანია
- +

9 აგვისტო. 2020. 23:12

 

 

 

ქართული ხალხური ცხენოსნობის დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართა აბაშის იპოდროზე. ერთდღიან ტურნირში საქართველოს სხვადასხვა კუთხის საცხენოსნო კლუბების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

„სამეგრელოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ცხენოსნობა, ეს ისტორიულად ცნობილი ფაქტია. ჩვენც, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვცდილობთ დავეხმაროთ ამ სპორტის აღორძინებას. დღეს ბევრი მოყვარული მონაწილეობს, დიდი ინტერესია ამ სპორტის მიმართ. სპორტის ამ სახეობას ყავს ენთუზიასტები, რომელებიც ძალიან მოკრძალებულ პირობები ახერხებენ იმას, რომ ჰყავდეთ გუნდები, რომელებიც დღეს ჩვენ ვიხილეთ, თუ როგორ კარგად ასპარეზობენ, ეს სპორტი ჩვენი მხრიდან არის ზრუნვის საგანი, მისი აღორძინება და პოპულარიზაცია კი უმნიშვნელოვანესია, რათა მომავალ თაობებს გადავცეთ ის ტრადიციები, რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს.“ - აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ

 

 

big_banner
არქივი