logo_geo
ყარაჯალარის მკვიდრს Covid-19 და ციმბირის წყლული ერთად აღმოაჩნდა
- +

12 აგვისტო. 2020. 18:42

 

 

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში მოთავსებულ პაციენტს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის მკვიდრს, ერთდროულად COVID-19 და ციმბირის წყლული აღმოაჩნდა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წერს.

 

ცენტრალური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, პაპუნა ბახტაძის განცხადებით, ქალი თავდაპირველად ციმბირის წყლულის ნიშნებით 11 აგვისტოს შეიყვანეს.

 

„პაციენტს მაღალი სიცხე ჰქონდა, მაგრამ რადგან ყარაჯალარიდან იყო და რისკის ზონას განეკუთვნებოდა, ციმბირის წყლულზე ანალიზის აღების გარდა, PSR ტესტიც ჩაუტარდა. ორივე შემთხვევაში პასუხი დადებითი აღმოჩნდა“, – ამბობს ბახტაძე.

 

 

 

ცნობისთვის, ყარაჯალარი და მიმდებარე სოფლები ციმბირის წყლულის ენდემური კერაა. გარდაბნის მუნიციპალიტეტში მწვავე ინფექციური დაავადების აფეთქება 2000-იანი წლების დასაწყისში მოხდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი