logo_geo
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 269 პირიდან კორონავირუსი ერთს დაუდასტურდა
- +

30 აგვისტო. 2020. 12:10

 

 

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში, 29 აგვისტოს, კორონავირუსზე 269 ბიოლოგიური ნიმუშის კვლევა ჩატარდა. გამოკვლეული პირებიდან ერთ პაციენტს ინფექცია დაუდასტურდა, დანარჩენი 268 პირის პასუხი კი უარყოფითია. პაციენტი რუხის საავადმყოფოში მკურნალობს.

 

ამასთან, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული შეიყვანეს, რომელიც აფხაზეთიდან გადმოიყვანეს.

 

რაც შეეხება გამოკვლეულ პირებს, მათ შორისაა, ცხელების ცენტრების 12 პაციენტი, სამედიცინო სფეროს 19 წარმომადგენელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს 218 თანამშრომელი, ეპიდკერაში მყოფი ოთხი მოქალაქე.

 

ასევე, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოიკვლიეს კარანტინიდან 12, ხოლო თვითიზოლაციიდან ხუთი მოქალაქე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი