logo_geo
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 491-ვე ნიმუშის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია
- +

3 სექტემბერი. 2020. 12:06

 

 

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, 2 სექტემბერს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 491 ნიმუშის კვლევა ჩატარდა. მათ შორის გამოიკვლიეს ცხელების ცენტრების 20 პაციენტი, სამედიცინო პერსონალის 16 წარმომადგენელი, საკარანტინო სივრცეებში მყოფი რვა პირი, თვითიზოლაციიდან შვიდი. ამასთან, გამოკვლეულთა შორის იყო შსს-ს 434 თანამშრომელი, ერთი მძღოლი, ხუთი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი.

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, ყველა პასუხი უარყოფითია. შესაბამისად, კოვიდინფექცია არც ერთს დაუდასტურდა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი