logo_geo
ბათუმის ღამის კლუბები დაიხურა
- +

3 სექტემბერი. 2020. 19:54

 

 

2-3 სექტემბერს შრომის ინსპექციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ბათუმის ღამის კლუბების შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ 4 ობიექტი მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა, რის გამოც მათ საქმიანობის უფლება შეუჩერდა. ესენია: კონტე, UP2U, სოჰო, სექტორი 26.

 

"შრომის ინსპექციამ მიიღო გადაწყვეტილება, ობიექტებს შეუჩერდეს საქმიანობის უფლება. ამასთან, დარღვევების დაფიქსირების გამო, თითოეული ობიექტი დაჯარიმდა 10 000 ლარის ოდენობით. შრომის ინსპექცია კვლავ მოუწოდებს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირებს, რომ მაქსიმალური სიზუსტით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული რეკომენდაციები“, - განმარტავენ უწყებაში.

 

მათივე განცხადებით, გადაწყვეტილების მიღებამდე რეკომენდაციების დაცვასთან დაკავშირებით არაერთგზის გააფრთხილეს სიტყვიერად, თუმცა შემოწმების შედეგად კვლავ დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები.

 

 

big_banner
არქივი