logo_geo
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი ოჯახის სამ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა
- +

9 სექტემბერი. 2020. 12:42

 

 

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი ოჯახის სამ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

ბებიამ, შვილმა და შვილიშვილმა კლინიკას თვითდინებით მიმართეს, ანალიზის ჩატარების შემდეგ კი მათ „კოვიდ-19“ დაუდასტურდათ.

 

ოჯახის ერთი წევრი ქუთაისში ცხოვრობს, ორი კი თბილისიდან ქუთაისში დროებით იყო ჩასული.

 

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, კლინიკაში ამ ეტაპზე 14 კოვიდ-ინფიცირებულია, მათგან ოთხი ბავშვია.

 

მისივე თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

 

როგორც მაღლაფერიძემ აღნიშნა, კლინიკაში ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა და სამედიცინო დაწესებულებას ოთხი ახალი პაციენტის მიღება შეუძლია.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი