logo_geo
ზუგდიდის ლაბორატორიაში გამოკვლეული 95 პირიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა
- +

9 სექტემბერი. 2020. 12:49

 

 

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 95 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს. როგორც საქართველოს პირველ არხს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრში განუცხადეს, ყველა ნიმუშის პასუხი უარყოფითია.

 

გამოკვლეულთა შორის ცხელების ცენტრების რვა პაციენტია, 39 სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია, შვიდი საკარანტინო სივრციდან არის, ერთი შსს-ს თანამშრომელია, 12 დიალიზზე მყოფი პირია, შვიდი არის ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი.

 

ასევე გამოკვლეულთა შორის ორი მძღოლი, ეპიდკერაში მყოფი 12 და თვითიზოლაციაში მყოფი შვიდი პირია.

 

 

big_banner
არქივი