logo_geo
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა
- +

9 სექტემბერი. 2020. 12:50

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების უფროსის ანზორ ქობალიას ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

მისივე თქმით, კიდევ ერთი პირის, 8 წლის ბავშვის პასუხი საეჭვოა და მას განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდება.

 

ორივე ახალი შემთხვევა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში გამოვლინდა. საუბარია 33 და 38 წლის და-ძმაზე. ისინი  რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

 

„ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გაიტესტა 311 ადამიანი. სხვა რეგიონებში არის ნიმუში წაღებული, ჯერ ყველა პასუხი არ არის მიღებული. ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში. ისინი თბილისში იყვნენ ქორწილში. ინფიცირებულები არიან და-ძმა, ხოლო მათი ოჯახიდან არასრულწლოვანი ბავშვი არის საეჭვო. 8 ადამიანი, ვისაც უშუალო კონტაქტი ჰქონდა ამ ინფიცირებულებთან, კარანტინში არიან გადაყვანილი. კონტაქტების კვლევა გრძელდება. რაც შეეხება სენაკს, 50-მდე კონტაქტი გამოვლინდა, ყველას ჩაუტარდა ტესტირება, ყველა უარყოფითია. ფოთში გრძელდება ეპიდკვლევები, გუშინ გამოვლენილი 52 კონტაქტის პასუხი უარყოფითია. მარტვილს რაც შეეხება, აქ 31 კონტაქტია გამოვლენილი, ყველას ჩაუტარდა ტესტირება. პასუხები დღის ბოლოს იქნება ცნობილი“, – განაცხადა ანზორ ქობალიამ.

 

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში ამჟამად 311 ადამიანი იმყოფება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი