logo_geo
ქუთაისში #32 სკოლის 50-მდე თანამშრომელს „კოვიდ-19“-ზე ტესტირება ჩაუტარდა
- +

9 სექტემბერი. 2020. 19:31

 

 

ქუთაისში #32 სკოლის 50-მდე თანამშრომელს „კოვიდ-19“-ზე ტესტირება ჩაუტარდა.

 

მათთვის ანალიზის ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გაირკვა, რომ ერთ-ერთი პედაგოგი, რომელიც თბილისში, ქორწილში იმყოფებოდა, კოვიდ-ინფიცირებული პირის კონტაქტია.

 

ქუთაისის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, სპეციალისტებმა ანალიზები ყველა იმ პირს აუღეს, ვისაც აღნიშნულ პედაგოგთან სამსახურებრივი კონტაქტი ჰქონდა. ანალიზების პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი