logo_geo
საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსისგან ოთხი პაციენტი განიკურნა
- +

10 სექტემბერი. 2020. 11:45

 

 

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსისგან ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა. კლინიკის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, პაციენტები სამედიცინო ცენტრს დღეს დატოვებენ.

 

კლინიკიდან ერთი კოვიდ-ინფიცირებული სამკურნალოდ თბილისში გადავიდა, სადაც მკურნალობის კურსს საკუთარ ოჯახის წევრებთან ერთად გაივლის. ასევე, კლინიკიდან კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი ორი დღის წინ გაეწერა.

 

ამ ეტაპზე, კლინიკაში კოვიდ-ინფიცირებული და საეჭვო სიმპტომების მატარებელი პაციენტები აღარ იმყოფებიან.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი