გურჯაანის ერთ-ერთ სოფელში კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი შვიდი პირი გამოიკვლიეს.
აღნიშნულის შესახებ დაავადებათა ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, კვლევა ჩაუტარდა ინფიცირებულის მეუღლესაც, რომელსაც „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა.
რაც შეეხება კონტაქტებიდან აღებულ ბიოლოგიურ მასალას, კორონავირუსზე გამოსაკვლევად ლაბორატორიაში დღეს გაიგზავნება და პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ 40 წლამდე ქალბატონს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. ქალბატონი სამკურნალოდ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. მისი ინფიცირების წყარო ამ დრომდე უცნობია.