logo_geo
გურჯაანის ერთ-ერთ სოფელში კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი შვიდი პირი გამოიკვლიეს
- +

11 სექტემბერი. 2020. 13:00

 

 

გურჯაანის ერთ-ერთ სოფელში კორონავირუსით ინფიცირებულთან  კონტაქტში მყოფი შვიდი პირი გამოიკვლიეს.

 

აღნიშნულის შესახებ დაავადებათა ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, კვლევა ჩაუტარდა ინფიცირებულის მეუღლესაც, რომელსაც „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა.

 

რაც შეეხება კონტაქტებიდან აღებულ ბიოლოგიურ მასალას, კორონავირუსზე გამოსაკვლევად ლაბორატორიაში დღეს გაიგზავნება და პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ 40 წლამდე ქალბატონს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. ქალბატონი სამკურნალოდ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. მისი ინფიცირების წყარო ამ დრომდე უცნობია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი