logo_geo
ბათუმში, მოხუცთა თავშესაფარში, სადაც კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა, PCR-ტესტირება ჩატარდა
- +

15 სექტემბერი. 2020. 11:21

 

 

ბათუმში საპატრიარქოსთან არსებულ მოხუცთა თავშესაფარში მყოფ მობინადრეებს და თანამშრომლებს PCR-ტესტირება ჩაუტარდათ. როგორც ადმინისტრაციაში განაცხადეს, ყველა პირის ტესტის პასუხი უარყოფითია.

 

თავშესაფარში კარანტინია გამოცხადებული, დაწესებულება კი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

 

რაც შეეხება ინფიცირებულებს, ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მათი მდგომარეობა სტაბილურია და ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

 

როგორც ცნობილია, ინფიცირებულია თავშესაფრის 5 ხანდაზმული და ერთი თანამშრომელი.

 

ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ინფიცირების წყარო უცნობია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი