შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ გარდაბანში, სადგურის ქუჩაზე, მესამე საჯარო სკოლის შენობაში იყო ხანძარი.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები გამოცხადნენ უმოკლეს დროში. მათი ინფორმაციით, ხანძარი იყო ოთხსართულიანი საჯარო სკოლის შენობის მეორე სართულზე ერთ-ერთ ოთახში. შენობიდან მოსწავლეები და პედაგოგები უსაფრთხოდ გამოვიდნენ. დაშავებული არავინ არის.
ადგილზე მობილიზებული იყო სამი ეკიპაჟი.