logo_geo
გარდაბანში, სკოლაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
- +

16 სექტემბერი. 2020. 11:47

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ გარდაბანში, სადგურის ქუჩაზე, მესამე საჯარო  სკოლის შენობაში იყო ხანძარი.

 

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები გამოცხადნენ უმოკლეს დროში. მათი ინფორმაციით, ხანძარი იყო ოთხსართულიანი საჯარო სკოლის შენობის მეორე სართულზე ერთ-ერთ ოთახში. შენობიდან მოსწავლეები და პედაგოგები უსაფრთხოდ გამოვიდნენ. დაშავებული არავინ არის.

 

ადგილზე მობილიზებული იყო სამი ეკიპაჟი.

 

 

 

big_banner
არქივი