logo_geo
ქუთაისში, სასტუმრო „არგო“ დღეიდან კოვიდ-ინფიცირებულ უსიმპტომო პაციენტებს მიიღებს
- +

17 სექტემბერი. 2020. 11:13

 

 

ქუთაისში დღეიდან კოვიდ-ინფიცირებულ პაციენტებს სასტუმროც მიიღებს.

 

გუბერნატორის ინფორმაციით, მსუბუქი პაციენტები, ვისთანაც ვირუსი თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს, სასტუმრო „არგოში“ მოთავსდებიან.

 

ამ დრომდე ქუთაისში ახალი კორონავირუსის დიაგნოზის მქონე პაციენტებს სამი კლინიკა ემსახურებოდა. ქუთაისში ჯამში 236 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 16 ქუთაისში დადასტურდა.

 

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ახალი შემთხვევები ე.წ. სკოლის კლასტერს უკავშირდება. ეპიდემიოლოგები ქუთაისში მუშაობას განაგრძობენ.

 

 

 

big_banner
არქივი