logo_geo
გიორგი გახარია: ქუთაისმა პირველად, იგრძნო რა არის 24-საათიანი წყალმომარაგება
- +

18 სექტემბერი. 2020. 22:21

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ქუთაისში, ქუთაისის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზაზა ლომინაძისა და ქუთაისის მერობის კანდიდატის, იოსებ ხახალეიშვილის წარდგენისას ქუთაისში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. 

 

 

როგორც პრემიერმა განაცხადა, ქუთაისის წყალმომარაგების პრობლემა "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში მოგვარდა და ივლისში, 200 000-მა ოჯახმა, ქუთაისის ისტორიაში პირველად, იგრძნო რა არის 24-საათიანი წყალმომარაგება.

 

 

გახარიას თქმით, კიდევ ბევრი, უამრავი საქმეა გასაკეთებელი და დასასრულებელი იმისთვის, რომ ქვეყანა ქვეყანას დაემსგავსოს და ქუთაისი იყოს ისეთი კომფორტული საცხოვრებლად, როგორც იმსახურებს.

 

 

"უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ქვეყანა დაგვხვდა ისეთ დღეში, სადაც ელემენტარული სასმელი წყლის, სკოლის, ბაღის, გზის პრობლემები იყო, მიუხედავად იმისა, ვიღაცას ეგონა, რომ თურმე შეიძლება, ქალაქს, რომლის ისტორიაც ითვლება ძველი წელთაღრიცხვის მეცამეტე საუკუნიდან, ფუნქცია ვინმემ შესძინოს, ან ფუნქცია ვინმემ წაართვას. ქუთაისის შემთვევაში, ეს უბრალოდ შეუძლებელია. აქ, ამ ქალაქში, ისტორიის დრო გაჩერებულია იმიტომ, რომ აქ, მარადისობა სუფევს", - აცხადებს გახარია.

 

 

მისივე თქმით, მთავრობის თითოეული ნაბიჯი, თითოეული გეგმა განპირობებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით -  საქართველო საბოლოოდ უნდა გახდეს ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი და ევროპული სახელმწიფო.

 

 

ჩვენი ძირითადი მიზანი ყოველთვის იქნება ადამიანი. როდესაც ვსაუბრობთ ხვალინდელ დღეზე ვგულისხმობთ იმას, რომ სახელმწიფოს პირველადი მოვალეობა, აუცილებლობა, პირველადი ფუნქციები  არის ბავშვი, ჩვენი ახალგაზრდობა და რა თქმა უნდა ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები. ყველაზე აუცილებელი სასიკეთო პირობები ბავშვებისთვის უნდა შევქმნათ, ამას ვაკეთებთ ბაღიდან დაწყებული, სკოლით გაგრძელებული. ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები, რომლების პენსიის გაზრდა-არგაზრდა ყოველთვის პოლიტიკური სპეკულაციების საგანი იყო. ჩვენ ბოლოს და ბოლოს შევძელით, რომ განვახორციელეთ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ხანდაზმულებს აძლევს გარანტიას, რომ მათ პენსია ყოველწლიურად გაიზრდება", - განაცხადა პრემიერმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი