logo_geo
აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა დღეიდან აკრძალულია
- +

25 სექტემბერი. 2020. 11:10

 

 

აჭარასთან დაკავშირებით შემოღებული ზომები დღეიდან ამოქმედდა. 22:00 საათიდან რესტორნები დაიხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი უკვე მთლიანად შეჩერებულია.

 

შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საბჭომ გუშინ მიიღო.

 

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განმარტა, დღის განმავლობაში რესტორნები ჩვეულებრივად იმუშავებენ და 22:00 საათიდან დილამდე დაიკეტებიან.

 

„25 სექტემბრიდან, 22:00 საათიდან აჭარაში რესტორნები აღარ იმუშავებს - დღის მანძილზე იმუშავებენ 22:00 საათამდე. ასევე, აჭარის რეგიონში მთლიანად გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

 

big_banner
არქივი