logo_geo
ბათუმის სათნოების სავანეში 25 ხანდაზმული და 10 თანამშრომელი დაინფიცირდა
- +

29 სექტემბერი. 2020. 11:47

 

 

საპატრიარქოსთან მოქმედ ბათუმის სათნოების სავანეში 25 ხანდაზმული და 10 თანამშრომელი დაინფიცირდა.

 

სავანის დირექტორის, დეკანოზ იოანე ბარამიძის განცხადებით, კიდევ ხუთი პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან.

 

„ჩვენი 25 ბენეფიციარი დაინფიცირდა, ველოდებით კიდევ ხუთი ხანდაზმულის ანალიზების პასუხებს, ინფიცირებულია ჩვენი ათი თანამშრომელიც. ყველა მოხუცი კლინიკაშია გადაყვანილი, თანამშრომლები კი – კოვიდ-სასტუმროებში“, – განაცხადა დეკანოზმა.

 

შეგახსენებთ, საქართველოში დღეს კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი