logo_geo
აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ რეგიონში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია რთულია, თუმცა, კონტროლირებადი
- +

5 ოქტომბერი. 2020. 15:21

 

 

აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ რეგიონში სიტუაცია რთულია, თუმცა კონტროლირებადი. ​ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობაში ოპერატიული შტაბის მორიგ სხდომაზე იმსჯელეს.

 

უწყების ინფორმაციით, მეორე ტალღის შემდეგ 1 800-ზე მეტი ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

 

„სხვადასხვა უწყებისგან შემდგარი სამთავრობო შტაბი, მუდმივ რეჟიმში, კოორდინირებულად მუშაობს, რათა ყველა ადეკვატური მოთხოვნა იყოს დაკმაყოფილებული. ხდება პროფესიონალ კლინიცისტების ჯგუფის გამოცდილების გაზიარება კლინიკური მართვის ნაწილში“, – აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

 

ადგილზე რჩება თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს შემდეგ დღეს რეგიონის სხვა კოვიდ-ცენტრებში არსებულ სიტუაციას ეცნობა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი