logo_geo
ქუთაისის ოპერის თეატრის 52-ე სეზონი ღია ცის ქვეშ გაიხსნება
- +

12 ოქტომბერი. 2020. 16:59

 

 

 

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი (სამხატვრო ხელმძღვანელი - ირინე ლომინაძე) 14 ოქტომბერს 52-ე თეატრალურ სეზონს ხსნის.

 

კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარებისა და დაწესებული რეგულაციების შესაბამისად, სეზონი გაიხსნება არა სპექტაკლით, არამედ ერთგანყოფილებიანი კონცერტით, რომელიც გაიმართება არა ტრადიციულად ოპერის თეატრში, არამედ  ლადო მესხიშვილის თეატრის ეზოში, ღია ცის ქვეშ ე.წ. „მწვანე თეატრში“.

 

კონცერტში მონაწილეობენ სოლისტები: ნაირა კიკოლიაშვილი, ფერიდე ჯინჯიხაძე, მარიკა მაჩიტიძე, სოფიო ბერიშვილი, ირმა შავგულიძე, ნათია მელქაძე, რამაზ კუბლაშვილი, არმაზ დარაშვილი, კალისტრატე ხარჩილავა, ბაკურ კვირიკაშვილი, ბადრი სახამბერიძე, ბადრი ადამია, ლაშა თითბერიძე, მიხეილ ქებაძე, ემილ ჩარგაზია, თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი ნათია გოგუაძე) და ორკესტრი.  

 

კონცერტს, რომლის პროგრამაშია მხოლოდ ქართული საოპერო მუსიკა, წარუძღვება თეატრის მთავარი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი.

 

დასაწყისი 16 საათზე.

 

 

 

big_banner
არქივი