logo_geo
ბათუმში მოქალაქეების თერმოსკრინინგის მიზნით მოწყობილი ე.წ. ბლოკპოსტები მოიხსნა
- +

12 ოქტომბერი. 2020. 18:33

 

 

საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმის შესასვლელსა და გამოსასვლელებში მოქალაქეების თერმოსკრინინგის მიზნით მოწყობილი ე.წ. ბლოკპოსტები მოიხსნა.

 

საბჭოს გადაწყვეტილებით, ვირუსთან ადაპტაციისა და მართვის ეტაპზე, აჭარაშიც, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, გაგრძელდება მიზნობრივი და სისტემური ტესტირება, რაც გულისხმობს სიმპტომების მქონე პაციენტების და რისკ-ჯგუფების ტესტირებას.

 

აჭარის რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება ნელ-ნელა სტაბილურდება, თუმცა საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე რეგიონში დაწესებული შეზღუდვები ძალაში რჩება. იმ შემთხვევაში, თუ აჭარაში სტაბილური მაჩვენებლები ვირუსის საინკუბაციო პერიოდის დასრულების შემდეგაც შენარჩუნდება, შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად დაიწყება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი