logo_geo
რუსთავში მერაბ კოსტავას ბიუსტი გაიხსნა
- +

13 ოქტომბერი. 2020. 13:00

 

 

რუსთავში, მერაბ კოსტავას გამზირზე, #1 საცხოვრებელ კორპუსთან, მერაბ კოსტავას ბიუსტი გაიხსნა.

 

ქალაქის ცენტრალურ გამზირზე საქართველოს ეროვნული გმირის ბიუსტის განთავსება რუსთავის მერიისა და საზოგადოება „რუსთაველების“ ერთობლივი პროექტია.

 

ბიუსტის ავტორი რუსთაველი მოქანდაკე ვალერი ჯიქიაა.

 

რუსთავის მერიამ მერაბ კოსტავას გამზირის სრული რეაბილიტაცია განახორციელა. სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის ნოემბერში დაიწყო.

 

შენობების ფასადები არქიტექტურული სტილის შენარჩუნებით აღდგა, გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაცია და წყალარინების სისტემა, განახლდა ასფალტის საფარი, მოპირკეთდა ტროტუარები, მოეწყო გარე განათების ენერგოეფექტური ქსელი, რეკრეაციული სივრცე, ველობილიკები, დაიხაზა საპარკინგე ზოლები და გადასასვლელები.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი