logo_geo
„არქიმედეში“ კოვიდინფიცირებული სენაკელი კაცი გარდაიცვალა
- +

19 ოქტომბერი. 2020. 12:54

 

 

კორონავირუსით სენაკელი კაცი გარდაიცვალა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას ინფორმაციით, პაციენტს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ჰქონდა და ის კლინიკა „არქიმედეში“ მკურნალობდა.

 

 

დღეს რეგიონის მასშტაბით, კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 36 შემთხვევა ზუგდიდს უკავშირდება. ინფიცირებულებს შორის არიან, სკოლის პედაგოგები, ბაღის აღმზრდელები, რომლებიც უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან.

 

 

მალხაზ თორიას განცხადებით, მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება და ღრმა ეპიდკვლევა. მისივე განმარტებით, რეგიონში სიტუაცია კონტროლირებადია და ამ ეტაპზე ზომების გამკაცრება არ იგეგმება. ვირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მუნიციპალიტეტებში 24-საათიან რეჟიმში, სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

რუხის კლინიკაში, მოთავსებულია 114 კოვიდინფიცირებული. მათგან 15 პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, რადგან მათ თანმხლები დაავადებები აქვთ. რეგიონის მასშტაბით, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 232 ადამიანი.

 

დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 186 ადამიანს დაუდასტურდა, 278 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი