logo_geo
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახატანში წყლის სისტემის მშენებლობას 5 მილიონი მოხმარდება
- +

27 ოქტომბერი. 2020. 11:33

 

 

წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, რეგიონებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. წყალმომარაგების კომპანიამ, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახატანში, წყლის სისტემის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.

 

კომპანიის ცნობით, დაინტერესებულ პირებს წინადადებების წარდგენა 6 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ. მათივე ცნობით, პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება.

 

„დღეის მდგომარეობით, სოფელ ახატანში არსებული წყალმომარაგების სისტემა ამორტიზებულია, დიდია სასმელი წყლის დანაკარგი რის გამოც მოსახლეობა წყალს შეზღუდული გრაფიკით ღებულობს.

 

სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია არსებული სათავე ნაგებობისა და რეზერვუარის რეაბილიტაცია, გარდა ამისა მოეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი. მოხდება მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.

 

საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები გამარჯვებულმა კომპანიამ 15 თვეში უნდა დაასრულოს. პროექტის შედეგად სოფელ ახატანში მცხოვრები 1 600-ზე მეტი ადამიანი, 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი