logo_geo
სიღნაღში, ქალაქ წნორში, ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო აშენდა
- +

29 ოქტომბერი. 2020. 17:06

 

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში, სახელმწიფოს მხარდაჭერით ხილის გადამამუშავებელი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო შპს „ბადაგი პლიუსი“ აშენდა.

 

საწარმოში წელიწადში, საშუალოდ, 11 000 კგ ჩირს და ტყლაპს აწარმოებენ. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება, თუმცა იგეგმება საექსპორტო ბაზრების ათვისებაც.

 

საწარმოში, ჯამში, 877 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 350 000 ლარი სახელმწიფო გრანტია, ხოლო 438 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი, დანარჩენი თანხა კი ბენეფიციარის ინვესტიციაა. საწარმოში 10 ადამიანია დასაქმებული.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი