logo_geo
თოვის გამო, ლეჩური-ომალოს მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
- +

3 ნოემბერი. 2020. 20:02

 

 

უამინდობისა და თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ18-კმ72 (ლეჩური-ომალო) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტრამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზის კმ1-კმ18 (ფშაველი-ლეჩური) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დროისთვის თავისუფალია.

 

 

big_banner
არქივი