logo_geo
გორის მერიამ საახალწლო ილუმინაციების შესასყიდად ტენდერი გამოაცხადა
- +

11 ნოემბერი. 2020. 18:16

 

 

გორის მერიამ საახალწლო ილუმინაციების შესასყიდად ტენდერი გამოაცხადა. გორში, ცხინვალის გზატკეცილსა და მშვიდობის გამზირზე საახალწლო განათებების დამატება იგეგმება. ასევე მოხდება შარშანდელი ილუმინაციების, დაზიანებული ნათურების შეცვლა-განახლება. მთლიანობაში, ამისათვის ბიუჯეტიდან  100 000 ლარია გათვალისწინებული. ტენდერი უკვე გამოცხადებულია და 13 ნოემბერს უნდა დასრულდეს.

 

„რაც შეეხება საახალწლო ღონისძიებებს, თუ როგორი იქნება წელს ახალი წელი გორში- ეს  მთლიანად დამოკიდებულია პანდემიასა და მასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე და ღონისძიებებიც ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით დაგიგეგმება“,- აღნიშნა მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი