logo_geo
ფოთში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

17 ნოემბერი. 2020. 02:56

 

 

ფოთში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ,  კონტაქტების დადგენის მიზნით, ეპიდემიოლოგიური კვლევები გრძელდება.

 

„შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს, რადგან საბოლოო კვლევა დასრულებული არ არის. ცოტა ხნის წინ ფოთში შვიდი ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ განვლილ პერიოდში დარეგისტრირებულია 758 შემთხვევა, გარდაცვლილია ხუთი, გამოჯანმრთელებულია 414 პირი, აქტიურ პაციენტი გვყავს 339, სტაციონარულ მკურნალობას გადის 18 პაციენტი, თვითიზოლაციაშია 358 პირი. ტესტირება ჩაუტარდა 211 პირს, აქედან ცხელებიანი პაციენტი გვყავს 85“, – აცხადებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

 

 

big_banner
არქივი