logo_geo
მიმდინარე წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში 16 ფიტნეს ზონა მოეწყო
- +

17 ნოემბერი. 2020. 19:49

 

 

ბორჯომის მერიამ, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 16 ფიტნეს ზონა მოაწყო. გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორები როგორც ქალაქის ტერიტორიაზე, ასევე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიმდებარე სოფლებში განთავსდა.

ეს სოფლებია: სოფელი მზეთამზე; სოფელი დაბა; სოფელი სადგერი; სოფელი ვარდგინეთი; სოფელი ზანავი; სოფელი ჩითახევი; სოფელი ქვაბისხევი; სოფელი ტაძრისი; სოფელი ციხისჯვარი; პანსიონატი პლატო; სოფელი ლიბანი; ქალაქი ბორჯომი, რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია; ქ.ბორჯომი თორის ქ N6;სოფელი კორტანეთი; სოფელი ანდეზიტი; ქალაქი ბორჯომი, ვაშლოვანის დასახლება.

ფიტნეს ზონები, ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ზაალიშვილმა და ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი ჩადუნელმა მოინახულეს და ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნენ.

 

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია, ფიტნეს ზონების მოწყობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს. მერიის მიზანია, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა დასახლებული პუნქტი სპორტული ინფრასტრუქტურით აღიჭურვოს“ - აცხადებენ მერიაში.

 

 

big_banner
არქივი