ზუგდიდში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში მეზობელმა ახალგაზრდა მამაკაცი სახის არეში დაჭრა. არსებული ინფორმაციით, მას სანადირო თოფიდან ესროლეს, რის შედეგადაც მამაკაცი მსუბუქად დაშავდა. მომხდარის მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდება. ფაქტზე ერთი პირია დაკავებული.
გამოძიება 118-ე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.