logo_geo
ბათუმის მუნიციპალურ ელექტროავტობუსებში თერმოსკრინინგის აპარატები დამონტაჟდა
- +

20 ნოემბერი. 2020. 00:08

 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მუნიციპალურ ელექტროავტობუსებში თერმოსკრინინგის აპარატები დამონტაჟდა, რომლის მეშვეობითაც მგზავრთა ტემპერატურა გაკონტროლდება.

როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, სატესტო რეჟიმის გავლის შემდგომ, იგეგმება აპარატების მონტაჟი დანარჩენ ავტობუსებშიც.

 

„მოგეხსენებათ, ავტობუსებში ასევე დამონტაჟებულია სადეზინფექციო სითხის დისპენსერები. აღსანიშნავია, რომ ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მუნიციპალურ ტრანსპორტში მსგავსი ინოვაციური ღონისძიებები გატარდა“, – განაცხადა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა.

 

 

big_banner
არქივი