logo_geo
ქობულეთში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა
- +

20 ნოემბერი. 2020. 02:41

 

 

ქობულეთის სამედიცინო ცენტრში, კორონავირუსით 72 წლის ექიმი-თერაპევტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

პაციენტს ორმხრივი პნევმონია და ფილტვის დაზიანება აღენიშნებოდა.

გარდაცვლილი მედიკოსი, თვითიზოლაციაში, საკუთარ სახლში გადიოდა მკურნალობას, თუმცა მოულოდნელად მისი მდგომარეობა დამძიმდა, რის შემდეგაც  "ქობულეთის სამედიცინო ცენტრის" კოვიდ-მიმღებ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

 

big_banner
არქივი