logo_geo
კახეთში კოვიდ-ინფიცირების 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

3 დეკემბერი. 2020. 22:50

 

 

კახეთში კორონავირუსი კიდევ 265 მოქალაქეს დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგებმა ახალი ინფიცირებულების 401 კონტაქტი უკვე მოიძიეს.

 

ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონში სულ 4 592 ადამიანი დაინფიცირდა. მუნიციპალიტეტების მიხედვით სტატისტიკური მონაცემები ასეთია: ახმეტაში კორონავირუსით 326 პირია ინფიცირებული, გურჯაანში -936, დედოფლისწყაროში - 370, თელავში - 1252, ლაგოდეხში - 607, საგარეჯოში - 445, სიღნაღში - 274, ხოლო ყვარელში -382.

დღის განმავლობაში კორონავირუსისგან 166 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა. COVID-19 სულ 2 260-მა პირმა დაამარცხა.

კორონავირუსით კახეთში ჯამში 29 პაციენტი გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი