logo_geo
ვის ეკუთვნის სახლი ზუგდიდში, რომელიც საახალწლოდ გამორჩეულად მორთეს
- +

30 დეკემბერი. 2020. 00:12

 

 

 

ზუგდიდელმა ცოლ-ქმარმა კახა ხასაიამ და მედიკო ქორთუშვილმა ოდიშის ქუჩაზე თავიანთი ოცნების სახლი ააშენეს. როგორც ამბობენ, ამისთვის ცოტა ფული და მდიდარი ფანტაზია ჰქონდათ.

 

 

 

სახლის დიზაინი ერთობლივად დაგეგმეს, კახამ კი უშუალოდ მიიღო მონაწილეობა მის აშენებაში.

 

 

„ფერადი ქვებით გარე ფასადი მოვაპირკეთეთ, კედლებისთვის მეორადი აგური და ხის მასალა გამოვიყენეთ“, – ამბობს მედიკო ქორთუშვილი.

 

 

 

კახა საერთაშორისო ორგანიზაციაში წლებია მუშაობს და ხშირად სხვადასხვა ქვეყნებში სამშვიდობო მისიით მიემგზავრება. სწორედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოიტანა მან გამორჩეული ნივთები და ეზოსთვის მცენარეები, რომელიც მათ სახლს ამშვენებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი