logo_geo
სოფელ ხურჩას მკვირდი: კაცო, არ ველოდი ისე დაგვადგნენ თავს… საკუთარ თავს ვუთხარი, გიორგი ჩახაია ხომ გაქვს მშვოდობა-თქო. მშვიდობასთან ერთად, ბედნიერი ახალი წელი გვითენდება
- +

1 იანვარი. 2021. 13:52

 

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს საახალწლოდ დაეხმარნენ. განმუხურში, ხურჩასა და რუხში მცხოვრებ ოჯახებისთვის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების სტუმრობა სიურპრიზი იყო. პოლიციის თანამშრომლებმა მათ ახალი წელი მიულოცეს, სურსათი, ტკბილეული და სიმბოლური საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

 

„ცხოვრებაში ჩემი შვილებისთვის ასეთი დახმარება არავის გაუწევია. დიდი მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას  ასეთი სიურპრიზისთვის. ჩემი და ჩემი შვილების სიხარულს ვერ გადმოგცემთ. განსაკუთრებული ახალი წელია ჩემი შვილებისთვის,“ – უთხრა „თაიმერს“ მანუჩარ თორიას ოჯახის წევრმა.

 

„მინდა, ახალი წელი განსაკუთრებით იმ გმირ პოლიციელებს მივულოცო, რომელებიც ქვეყნის სადარაჯოზე დგანან. „ქვეყნის სადაროჯოს“ მნიშვნელობა ჩვენ, ხურჩელბს ყველაზე კარგად გვესმის. მადლობა ყველაფრისათვის. კაცო, არ ველოდი ისე დაგვადგნენ თავს… საკუთარ თავს ვუთხარი, გიორგი ჩახაია ხომ გაქვს მშვოდობა-თქო. მშვიდობასთან ერთად, ბედნიერი ახალი წელი გვითენდება,“ – ამბობს სოფელ ხურჩას გიორგი ჩახაია.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი