აჭარაში კორონავირუსის 37 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 124 გამოჯანმრთელდა.
ჯამში კორონავირუსი 31 869 პაციენტმა დაამარცხა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშიგ გარდაიცვალა 2 პაციენტი.
მართვით სუნთქვაზეა 22 კოვიდინფიცირებული. 361 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, კოვიდ სასტუმროებშია 266 კოვიდინფიცირებული, ონლაინ კლინიკაში 876 ადამიანია რეგისტრირებული.
საქართველოში კორონავირუსის 417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 469.