logo_geo
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

3 იანვარი. 2021. 11:53

 

 

 

 

 

გასული დღეღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათი უმეტესობა ადრე გამოვლენილ შემთხვევათა კონტაქტებია. რეგიონის 6 კოვიდცენტრში 187 კოვიდდადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 21 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

 

რუხის კლინიკაში იმყოფება 70 კოვიდდადასტურებული პაციენტი, ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სენაკის კლინიკა სენამედში იმყოფება 37 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმეა შვიდი პაციენტის მდგომარეობა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 24 კოვიდდადასტურებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა ოთხი პაციენტის მდგომარეობა.

 

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობს 18 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში 11 კოვიდდადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. სენაკის კლინიკა ლაზიკა მედიში 27 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება.

 

რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 98 ადამიანი.

 

ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

big_banner
არქივი