logo_geo
ფოთში კორონავირუსზე 118 ანალიზი გამოიკვლიეს, რომელთაგან 21 დადებითი აღმოჩნდა
- +

4 იანვარი. 2021. 14:22

 

 

ფოთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსზე გამოკვლევა გუშინ 71 ადამიანმა ჩაიტარა და დადებითი პასუხი 21 მათგანს გამოუვლინდა.

 

„ფოთში, სისტემატურად მიმდინარეობს ტესტირების პროცესი, კონტაქტების დადგენა და ეპიდკვლევა. ბოლო ინფორმაციით, ფოთში აღრიცხულია სულ 3 379 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3 043 პაციენტი, გარდაცვლილია 23, ხოლო აქტიური პაციენტია 313. ამასთან, „ევექსის“ ფოთის ჰოსპიტალში მკურნალობის კურსს გადის 29 პაციენტი“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელმა, ნინო ლეფსაიამ.

 

წყარო:

https://1tv.ge/news/fotshi-koronavirusze-118-analizi-gamoikvlies-romeltagan-21-dadebiti-aghmochnda/

 

 

big_banner
არქივი