logo_geo
ხანძრის 40 კერიდან სამეგრელოს რეგიონში ამ დროისთვის 5 კერაა დარჩენილი
- +

5 იანვარი. 2021. 10:10

 

ხანძრის 40 კერიდან სამეგრელოს რეგიონში ამ დროისთვის 5 კერაა დარჩენილი. დანარჩენი კერები ლოკალიზებულია. ცეცხლის კერებია მარტვილში, წალენჯიხაში და ზუგდიდში. თითოეულ მათგანზე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, თუმცა სამუშაოებს ძლიერი ქარი აფერხებს.

 

ხანძრის შედეგად დამწვარია რამდენიმე ათეული ჰექტარი, ასევე, რამდენიმე ადგილას დაიწვა სახნავ-სათესი სავარგულები, მათ შორის, თხილის პლანტაციების ნაწილი.

 

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების მერიებში შესაბამისი კომისიები შეიქმნება, რომელებიც ზარალს დაითვლიან. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია სამეგრელოს სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, ასევე, ეკიპაჟები აჭარიდან, გურიიდან და იმერეთიდან.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი