ფოთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ფოთში ამ ეტაპზე აღრიცხულია ინფიცირების სულ 3 426 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3 111 პაციენტი.
„მიმდინარეობს ეპიდკვლევა, კონტაქტების დადგენა, ტარდება საეჭვო პაციენტების „პისიარ“ კვლევები, ასევე სწრაფი ტესტები. ამ ეტაპზე გვყავს 292 აქტიური პაციენტი, მათ შორის სტაციონარში მოთავსებულია 39, ფოთის ჰოსპიტალში იმყოფება 31 პაციენტი. კარანტინშია 12, ბინაზე კი 241“, – აცხადებენ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.