logo_geo
საშობაო წირვა აჭარის ყველა ტაძარში შესრულდა
- +

7 იანვარი. 2021. 10:56

 

 

შობის დღესასწაული აჭარაშიც იზეიმეს. საშობაო წირვა ყველა ტაძარში შესრულდა. მრევლის სიმრავლით გამოირჩეოდა ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი, სადაც მსახურება ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ აღავლენს. მან მრევლს ქრისტეს შობა მიულოცა.

 

 

მორწმუნეები ტაძარსა და ტაძრის ეზოში გადანაწილდნენ, მათ ეკეთათ პირბადეები. მათ ვინც სახლებში დარჩნენ, ფანჯრებთან ტრადიციულად სანთლები აანთეს.

 

 

რაც შეეხება ალილოს, პანდემიის გამო ის ბათუმშიც სახეცვლილად ჩატარდება. მსვლელობაში მრევლი არ მიიღებს მონაწილეობას. შეგროვებულ ნობათს კი რეკომენდაციების დაცვით დაარიგებენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი