logo_geo
ბათუმის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებისთვის ჩატარებული „პისიარ“ ტესტების ყველა პასუხი უარყოფითია
- +

7 იანვარი. 2021. 15:48

 

 

 

 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, „პისიარ“ გამოკვლევა  N3 პენიტენციური (ბათუმის) დაწესებულების მსჯავრდებულებს ჩაუტარდათ.

 

დაწესებულებაში მყოფი 52 მსჯავრდებულიდან 31-მა გაიარა ტესტირება და ყველა პასუხი უარყოფითი იყო.

 

21-მა მსჯავრდებულმა „პისიარ“ ტესტირებაზე უარი განაცხადა, რაზეც შედგა შესაბამისი ოქმები.

 

„ცხადია, პატიმრებს ტესტირება ნებაყოფლობით უტარდებათ და თუ რომელიმე მათგანს ამის სურვილი არ აქვს, ძალდატანებით ტესტს ვერავინ ჩაუტარებს“, – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

 

შეგახსენებთ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ბრალდებულ/მსჯავრდებულების ინტენსიური „პისიარ“ ტესტირება 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. ამ ეტაპზე ტესტირება ჩატარებულია N11 (არასრულწლოვანთა) და N5 (ქალთა) პენიტენციური დაწესებულებებში. არასრულწლოვანთა დაწესებულების ყველა ტესტი უარყოფითი იყო, ხოლო ქალთა დაწესებულებაში ჩატარებული 329 ტესტიდან 23 დადასტურდა.

 

big_banner
არქივი