logo_geo
გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
- +

12 აპრილი. 2017. 12:08



საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მოანკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა, ჩატარდა გზის გაწმენდითი სამუშაოები და ამ დროისთვის, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მთელ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.


ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.


აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.





 

big_banner
არქივი