logo_geo
კონსტანტინე ანანიაშვილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ინტენსიური თოვის გამო შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო
- +

18 თებერვალი. 2021. 01:51

 

 

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის  უფროსი  კონსტანტინე ანანიაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ნოზაძესთან ერთად მლეთაში იმყოფებოდა.

 

კონსტანტინე ანანიაშვილი ადგილზე იმ პრობლემების გასაცნობად ჩავიდა, რაც ინტენსიური თოვის გამო რეგიონში შეიქმნა, ერთ-ერთი პრობლემური საავტომობილო მონაკვეთი მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაური(ფოსტა) და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, სოფელ მლეთასთან  არის, აღნიშნულ ტერიტორიაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, სიტუაციას ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებენ.

 

ანანიაშვილმა სახელმწიფო რწმუნებულისგან პირადად მიიღო ინფორმაცია თუ რა ხდება გზებზე და რა მდგომარეობაა სოფლებში ელექტრო ენერგიის მიწოდების მხრივ.

 

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით შესაბამისი სამსახურები 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ გზებზე ტექნიკური მარილის დაყრას ასევე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, რომელიც გზებზე გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.

 

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ძლიერმა ნალექმა დააზიანა ელექტრო გადამცემი ხაზები, შესაბამისი სამსახურები ამ პრობლემის მოსაგვარებლად მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, ამ დროისთვის აბონენტების უმეტესობას დენი ჩვეულ რეჟიმში, შეფერხებების გარეშე  მიეწოდებათ.

 

„ქვეყნის მასშტაბით არის უხვი ნალექი, რიგ რეგიონებში შეიქმნა პრობლემები,ამ ეტაპისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება ავტომანქანებით აკრძალულია, სიტუაციას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს, შესაბამისი სამსახურები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ რათა მოხდეს პრობლემების დროული ლიკვიდაცია, ველოდებით ამინდის გაუმჯობესებას რათა მოხდეს დაკეტილი მონაკვეთის გაწმენდვითი სამუშაოები“,- განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილმა.

 

„ნატახტარი-მლეთის მონაკვეთზე ინტენსიურ რეჟიმში ხდება გზის გაწმენდითი სამუშაოები, იშლება ტექნიკური მარილი. პრობლემები შეგვექმნა მაღალმთიან დასახლებებში ელექტრო-ენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით, თუმცა შესაბამისი სამსახურების თავდაუზოგავი შრომით სოფლების უმეტესობას დენის მიწოდება აღუდგა,“- განაცხადა დავით ნოზაძემ.

 

ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

 

 

big_banner
არქივი