logo_geo
სადგურ მეტეხის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი შენდება
- +

21 თებერვალი. 2021. 21:33

 

შიდა ქართლის რწმუნებულის მოადგილემ სიმონ გულედანმა და კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, კასპის მუნიციპალიტეტის სადგურ მეტეხის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაათვალიერეს.

საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზე გათვლილი და დასრულების შემდეგ შენობა სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებს.

პროექტი კეთილმოწყობილი შენობის გარდა სპორტულ და საბავშვო მოედნის კეთილმოწყობას, ასევე ტერიტორიის გამწვანებასაც ითვალისწინებს. დასახლებაში რომელშიც  200 - მდე ოჯახი ცხოვრობს უკვე 25 წელია საბავშო ბაღის შენობა არ ფუნქციონირებს. აღსაზრდელები კასპის #1 საბავშვო ბაღში სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით გადაადგილდებიან და მას მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს.

პროექტი გარდამავალია დაიწყო 2020 წელს და 2021 წელს დასრულდება.

საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ბამა“ ახორციელებს და მასზე 965 000 ლარი დაიხარჯება.

პროექტი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

 

 

big_banner
არქივი