logo_geo
ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგა
- +

31 იანვარი. 2022. 15:36

 

 

ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგა

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

ამასთან, ამავე მონაკვეთზე, ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

 

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

 

big_banner
არქივი