logo_geo
სახელმწიფო აუდიტის სამსახური: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონებას არაუფლებამოსილი პირები განკარგავდნენ
- +

8 თებერვალი. 2022. 11:51

 

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა, რომელიც წინა მერის, კონსტანტინე შარაშენიძის მმართველობის პერიოდს ეხება. აუდიტის სამსახურმა დარღვევები გამოავლინა ოზურგეთის მერიის საქმიანობის 2019-2020 წლების პერიოდის შესწავლისას, ქონების მართვასა და განკარგვაში. კერძოდ, არასათანადო კონტროლის პირობებში, მერიამ არ უზრუნველყო იჯარიდან მისაღები შემოსავლის სრულად მობილიზება, ხოლო საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობენ არაუფლებამოსილი პირები. შედეგად, მუნიციპალიტეტმა დაკარგა ბიუჯეტში კუთვნილი შემოსავლები.

 

აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული განუკარგავი ქონების მდგომარეობა. გამოვლინდა 3 შემთხვევა, როდესაც მუნიციპალური ქონებით, ჯამში – 48,204 კვ.მ სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობდნენ არაუფლებამოსილი პირები, რომლებიც ფართით სარგებლობისთვის არ იხდიდნენ შესაბამის საფასურს. საკითხის სამართლებრივი დარეგულირებისთვის მერიის მიერ რაიმე სახის ქმედითი ღონისძიება არ გატარებულა.

 

 

big_banner
არქივი